ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (ღამდება, გული რა იქნა აწი)

ღამდება, გული რა იქნა აწი,
დღეს ჩემი გული თითქოს მტვერია.
მესაუბრება, ვფიქრობ ეს კაცი,
არის მართალი, თუ ცბიერია.

ღამდება, გული რა იქნა აწი,
იჭვმა ფიქრს უცებ გადაუარა.
მესაუბრება, ვფიქრობ ეს კაცი
ჩემთან გულწრფელი არის თუ...