* * * (გულში დარდების შავი ჩრდილია)
გულში
დარდების შავი ჩრდილია
ეხლა ციხეა და სიკვდილია.
რას
წარმოადგენს ჩემთვის ეს შობა,
როცა ვგრძნობ ასეთ უნუგეშობას.
და
რაღაც ხმები გულს ეცემიან,
ყოველ დღე ვტირი, თვალში ცრემლია.
გულში
დარდების შავი ჩრდილია
ეხლა ციხეა და...
