* * * (წავალ საყდარში)
წავალ
საყდარში,
დავჯდები ქვაზე.
წამო, აქ დარჩი,
თუ გამცვლი სხვაზე.
წამო
საყდარში,
დაღვარე ცრემლი.
წამო აქ დარჩი,
ჩემი და ჩემი.
წამო
საყდარში,
თმები გაშალე.
მოდი, აქ დარჩი
თმები გაშალე.
წამო
საყდარში,
სანთელი მინდა.
მოდი, აქ დარჩი,
მინდა, რა...
