ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

ავლაბარი

ავლაბარია,
რბიან ბავშვები.
უცნობ არიას
ვეთამაშები.

ავლაბარია,
მოდის ანთება.
არ მიხარია
რომ არ ღამდება.

ავლაბარია,
და თან სივრცეა.
გრძელი ქარია,
ქარის სიგრძეა.

ავლაბარია,
ასე ვენთები.
დილის ქარია,
ქარს ვეკედლები.

ავლაბარია,
რბიან ბავშვები.
უცნობ...