ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (ნელა მიდიან)

ნელა მიდიან,
შენ იღუპები.
ცაზე კიდია
თეთრი ღრუბლები.

ფიქრი მიტაცებს
დიდი ხანია.
და ძირს მიწაზე
მწვანე ბაღია.

ქრიან დღეები
უიმედობის.
ძველი კლდეების
ჩნდება ფერდობი.

ნელა მიდიან,
შენ იღუპები.
ცაზე კიდია
თეთრი...