* * * (ვგრძნობ ქვეყანას)
ვგრძნობ
ქვეყანას, ვგრძნობ დაღალულ თვალებს,
ველოდები მე დაღუპვას მალე.
და
სიცოცხლეს პოეზიას ვწირავ.
ამ ორ დღეში ველოდები ირას.
ველი
უცებ გამოსროლილ ტყვიას,
და ყვითელი შემოდგომის დღეა.
ვგრძნობ
ქვეყანას, ვგრძნობ დაღალულ თვალებს,
ველოდები მე დაღუპვას...
