ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (მოვშორდი ყველას)

მოვშორდი ყველას,
სადმე გავივლი.
მივდივარ ნელა.
მიმაქვს ყვავილი.

ესეც რამეა,
ამბობენ სადღაც,
ჩემ წინ ხრამია,
და ვხედავ საყდარს.

მიმაქვს ყვავილი,
ვერ ვტოვებ თბილისს.
ეხლა გავივლი
მე მზიან ბილიკს.

მოვშორდი ყველას,
სადმე გავივლი.
მივდივარ ნელა,
მიმაქვს...