ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (ისევ საშინელ იღბალს მივყვები)

ისევ საშინელ იღბალს მივყვები,
და გულში ხსოვნა რჩება ისევე.
ვზივარ. ციხეა, მე არ ვიღლები,
და ეხლა ვატყობ რომ დავისვენე.

და მაღლა იწევს სული, ვით ქარი.
არ ცხრება სული მოუსვენარი.
დე მოვკვდე ციხის კედელთა შორის,
დე დამესიოს შავი მკბენარი.

მოწყენილია გარეთ პალმები,
ცას ვარსკვლავები უფრო ესევა.
განთიადია, მზეს ვესალმები,
განთიადია, უკვე ფეხზე...