* * * (ეს მხოლოდ მე ვარ)
ეს
მხოლოდ მე ვარ,
ასე რომ ვდარდობ.
ოთახში ვწევარ
სრულიად მარტო.
ბედის
წინაშე
ცა მირჩევნია.
მე ვარ ბინაში,
ბინა ჩემია.
წასვლა
არ ღირდა,
გინდა მადარდო.
და ოთახიდან
ვხედავ მადათოვს.
ეს
მხოლოდ მე ვარ,
ასე რომ ვდარდობ.
ოთახში ვწევარ
სრულიად...
