მზიანი დღე
ლენორას
მზიანი
დღეა,
და დღეა თბილი.
მაღლობზე ვდგევარ,
და ვუმზერ თბილისს.
და
ვიღაც მაისს
იგონებს სადღაც.
ვხედავ ტრამვაი
ზემელთან დადგა.
ჩემს
ახლო ზიან,
ქარია კიდევ.
ჩანს ეკლესია,
ჩანს ვერის ხიდე.
მზიანი
დღეა
და დღეა თბილი.
მაღლობზე ვდგევარ,
და ვუმზერ...
