ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (თეთრი ქვა გდია)

თეთრი ქვა გდია,
და გული ხარობს.
არ ვიცი, ეს დრო
სად გავატარო.

დღეა მზიანი,
ქალს მიაქვს ია.
ძირს კურტნიანი
მუშები ზიან.

ეხლა თვალები
ისევ ტირიან.
ბაღში პალმების
გრძელი ჩრდილია.

თეთრი ქვა გდია,
და გული ხარობს.
არ ვიცი, ეს დრო
სად...