* * * (დავივლი ქუჩენს)
დავივლი
ქუჩებს,
მივყვები იღბალს.
ციხეში უცებ
შეწუხდა ვიღაც.
იმედი
არ ჩანს,
ზარმა დარეკა.
ციხე იქ დარჩა
და მე გარეთ ვარ.
წასვლა
ჯობია,
ხვალ არ ვიქნები.
და უცნობია
ჩემი ფიქრები.
დავივლი
ქუჩებს,
მივყვები იღბალს.
ციხეში უცებ
შეწუხდა...
