* * * (აქეთ ჩემს გვერდით არავინ არ წევს)
აქეთ
ჩემს გვერდით არავინ არ წევს,
არ მოიტანეს არც კვერცხი, არც რძე.
გიგონებ,
თუმცა შენ ისევ იქ ხარ,
და მესმის გარეთ საუბრობს ვიღაც.
ეს
სავადმყოფო, წამლის სურნელი,
და ჩემი გული განუკურნელი.
ავად
ვარ ისევ და ვითვლი წამებს,
გარეთ მთვარეა და თეთრი ღამე.
აქეთ
ჩემს გვერდით არავინ არ წევს,
არ მოიტანეს არც კვერცხი, არც...
