* * * (ის ნაღვლიანი შეხედავს ზეცას)
ის
ნაღვლიანი შეხედავს ზეცას,
და ჟრუანტელი ტანში დაუვლის.
და ისმის სკრიპკის მწუხარე კვნესა,
და აგერ მზეზე ზის ინდაური.
შორიდან
ელავს რაღაც საგანი,
ეხლა სიკვდილის არ მეშინია.
დღეა, გაისმის ქათმის კაკანი,
მზეზე თამაშობს სამი ფინია.
ის
ნაღვლიანი შეხედავს ზეცას,
და ჟრუანტელი ტანში დაუვლის.
და ისმის სკრიპკის მწუხარე კვნესა,
და აგერ მზეზე ზის...
