* * * (აჰა, გათენდა, ოდნავ ნისლია)
აჰა,
გათენდა, ოდნავ ნისლია,
მომკლეს, და მეტი არ შემიძლია.
მომკლეს, ვოცნებობ ასე გამხდარი,
თან სიცივეა, მოდის ზამთარი.
და
ჩემი ბინა ეხლა აქ არი,
ვიყიდე ნავთი, პური, შაქარი.
აჰა, გათენდა, ოდნავ ნისლია,
მომკლეს, და მეტი არ...
