* * * (გესაუბრები)
გესაუბრები,
სიტყვის ცხრილია,
და ცა ღრუბლებით
დასერილია.
და
საღამოთი
ფიქრი ცას ცვლიდა.
ეხლა გამოდის
მთვარე ღრუბლიდან.
გესაუბრები,
სიტყვის ცხრილია,
და ცა ღრუბლებით
დასერილია.
ქრის
ფიქრი მეტი,
როგორც ნუგეში.
და ეხლა შედის
მთვარე ღრუბლებში.
გესაუბრები,
სიტყვის ცხრილია.
და ცა...
