ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (გემის აფრიდან)

გემის აფრიდან,
მზერა მწყუროდა.
ისევ აფრინდა
ჩიტი სუროდან.

და შენ არ ნაღვლობ,
რომ არ გელიან.
და სადმე ახლოს
ალბათ ველია.

ისევ მწყურია
ხმა იშვიათი.
უცნაურია
ფოთლის შრიალი.

ვიღაც ჩემს წმინდა
ტირილს ყურობდა.
უცებ აფრინდა
ჩიტი...