* * * (შორს ჩნდება ბოლო)
შორს
ჩნდება ბოლო,
სული - ლანდია.
ჩემს ირგვლივ მხოლოდ
ცეცხლი ანთია.
მზეა
წითელი,
და ძალას ვიკრეფ.
და ვეზიდები
ამნაირ ფიქრებს.
დღესაც
იგივე
ქარია ისევ.
და მიფრინავენ
ფიქრები ცისკენ.
დღე
ნელა მიდის,
სული - ლანდია.
ჩემს ირგვლივ დიდი
ცეცხლი...
