* * * (თითქოს ცოცხალი არ ვარ სრულიად)
თითქოს
ცოცხალი არ ვარ სრულიად,
ეს წამი სხვისთვის დაფარულია.
თითქოს
ცოცხალი არ ვარ სრულიად,
და ბაღში მოლი ამოსულია.
თითქოს
ცოცხალი არ ვარ სრულიად,
ეს ფიქრი ისევ დანისლულია.
თითქოს
ცოცხალი არ ვარ სრულიად,
ეს წამი სხვისთვის...
