ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (ცისკენ ფრთას გავშლი)

ცისკენ ფრთას გავშლი,
ახლო მიდიან
ან და საკანში
რა დუმილია.

სახე ბევრია
არ ვიცი რატომ.
და აწერია
კედელზე - პლატონ.

ეს წუთი მიდის,
შენთან მერჩია.
საკანში ჩიტი
შემოგვეჩვია.

ცისკენ ფრთას გავშლი,
ახლო მიდიან.
ან და საკანში
რა...