ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (დროა ძილისთვის)

დროა ძილისთვის,
დღენი იწვიან.
მთელი თბილისი
გულში მიწყვია.

დროა ძილისთვის
კმარა მოთმენა.
ჩნდება თბილისი
ბაღის ოდენა.

დროა ძილისთვის,
ზიან ისინი.
ეხლა თბილისი
ჩნდება ნისლივით.

დროა ძილისთვის
დღენი იწვიან,
მთელი თბილისი
გულში...