ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (არ მახსოვს კარგად)

არ მახსოვს კარგად
ვგრძნობდი ანთებას.
მზე დაიკარგა,
აწი ღამდება.

საშველს არ მაძლევს,
გარეთ ბინდია.
ვხედავ შარაზე
სხვები მიდიან.

ეხლა რას ვეძებ,
ეხლა კრთის მთვარე
და წვება მთებზე
საღამო...