ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

ყაზარმა

თეთრი ყაზარმა და აფიცრები
დილაადრიან რეკვა ზარების.
ყველგან დაქრიან როგორც ისრები,
ისმის ძახილი მხოლოდ გვარების.

სამზარეულო. თეთრი ქაფები.
ყოველ საღამო ჩაი ან ქაში.
სადილობის დროს ძებნა ქვაბების,
ისევ ხმაური. ძმური განგაში.

ავტომობილი. ღია გარაჟი
და ყველას გულში თამაში, ძგერა.
ისევ საღამო. კარში დარაჯი
და ნასადილევს ჩუმი სიმღერა.

ასე ღვივდება გრძნობა ფარული,
როცა არ...