ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (ისევ ფანჯარასთან ვდგევარ)

ისევ ფანჯარასთან ვდგევარ,
ნისლით დაბურული დღეა.

მე ისევ მომელის ჯაფა,
ველი სიხარულით შაბათს.

მოდის გარინდება დილის
და მალე დავივლი თბილისს.

ციხის ფანჯარასთან ვდგევარ,
ნისლით დაბურული...