ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

ახლა ღამეა

ახლა ღამეა, მე ვიმყოფები
ისევ მიწაზე.
ახლა ღამეა და შორეული
ზეცა მიტაცებს.

ახლა ღამეა და ციდან შუქი
დაეცა მაღლობს.
ახლა ღამეა და გრამაფონი
იძახის ახლოს.

ახლა ღამეა და ვარსკვლავები
ცაზე ანთია.
ახლა ღამეა, და ყველაფერი
თითქოს ლანდია.

ახლა ღამეა, მე ვიმყოფები
ისევ მიწაზე.
ახლა ღამეა და შორეული
ზეცა...