გლეხთა სასახლე
ჩუმი
და ღია
ცა ჩნდება ლურჯად;
წინ ხომ ბაღია
და გვერდით ქუჩა.
ღამეა
მკრთალი
და ასე მძაფრი.
და ცხოვრობს ქალი
აქ ჩემს პირდაპირ.
დღენი
მიდიან,
როგორც გულები.
აქ ვარ თოდრიას
განკარგულებით.
ცეცხლია
გულზე,
შორს ვხედავ მიზანს.
ფანჯრიდან ვუმზერ
ახლობელ მიწას.
ქარიშხალს
მივსდევ
და ყველას უკვირს.
ღამეა ისევ,
ირხევა...
