სასაფლაოსკენ
იდგა
შუადღე, ვამბობდი: დაო!
მინდა ალერსი.
ჩანდა საყდარი და სასაფლაო
პეტრე-პავლესი.
ვამბობდი:
მალე გაივლის აწი
წამება შენი.
იდგა შუადღე და ჯარისკაცი
მირბოდა ცხენით.
ვამბობდი:
დროა ხელი იარაღს! -
რაც იგრძნო ბევრმა.
მე მოვდიოდი და გაიარა
მატარებელმა.
იდგა
შუადღე, ვამბობდი: დაო!
მინდა ალერსი.
ჩანდა საყდარი და...
