* * * (რა სიმშვიდეა, განვლო ქარებმა)
რა
სიმშვიდეა, განვლო ქარებმა,
მე ახლა ვცხოვრობ ჩემი შრომითა.
ოთახში ისევ დგას მდუმარება,
და ძაღლის ყეფა ისმის შორიდან.
სადღაც
ტირიან თეთრი გედები,
მე ვწევარ და იქ ნელა მიდიან.
მოწყენილია ჩუმი კედლები,
კედელზე შავი ქუდი კიდია.
მოვა
სურვილი, ისევ გამიარს,
ეხლა დარდია, იღბალს ვინ აცდა.
მე ვწევარ გარეთ, ისევ ღამეა,
ისევ ანთია შუქი...
