ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (სადღაც სამარეს ავსებენ მიწით)

სადღაც სამარეს ავსებენ მიწით,
მე შენს წინაშე გული გავხსენი.
და მზის სხივებთან შუადღე იწვის,
მე ადიდებულ მტკვარს გადავცქერი.

არ ვხედავ იას, არ ვხედავ ყვავილს,
მე შენს წინაშე გული გავხსენი.
მიწაზე უცებ დაეშვა ყვავი,
მე ადიდებულ მტკვარს გადავცქერი.

სადღაც ქალები ნელა მიდიან,
მე შენს წინაშე გული გავხსენი.
ძირს ვიმყოფები, მაღლა ციხეა,
მე ადიდებულ მტკვარს...