* * * (მე გული არ მინახია)
მე
გული არ მინახია,
მესმის ფოთლების კვნესა.
ეს მუშტაიდის ბაღია
და მე ვსეირნობ დღესაც.
და
ფიქრი გაფრინდა ცისკენ,
შორს იმყოფება ირა.
და გულში ლექსია ისევ,
გულზე ვოცნებობ ხშირად
ირგვლივ
ქალები დადიან,
მესმის ფოთლების კვნესა,
მზიანი ორშაბათია
და მე ვსეირნობ დღესაც.
მე
გული არ მინახია,
მესმის ფოთლების კვნესა.
ეს მუშტაიდის ბაღია
და მე ვსეირნობ...
