* * * (თმაგაშლილ ქალის მე დამდევს ლანდი)
თმაგაშლილ
ქალის მე დამდევს ლანდი,
ფიქრი ოცნებას საშველს არ აძლევს.
და მაისია, მზე ნელა ჩადის,
და შავი კატა წევს ფანჯარაზე.
არ
მეშინია მოვარდნილ ტალღის,
გავიმეორე ჩემი რითმები.
მწამს მხოლოდ ერთი: მშრომელი ხალხი,
მეც მშრომელ ხალხის რიცხვში...
