ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (მოწყენილია ეხლა თბილისი)

მოწყენილია ეხლა თბილისი,
მალე დადგება დრო დამშვიდების.
ნელა ღამდება ეს დღე ივლისის
და აგერ ველზე სხედან ჩიტები.

ეს წამი ჩემთვის უდრის ანთებას,
მივდივარ, შემხვდა ვიღაც ბებერი.
რვა ივლისია, ნელა ღამდება
და ჩქარა მიდის მატარებელი.

ალბათ გამაფრენ ზეცისკენ, ქარო,
როცა დადგება დრო აღტაცების.
ნელა ღამდება და ახლა გარმონს
უკრავენ რუსი...