ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (ახლო ეზოდან არღნის ხმა ისმის)

ახლო ეზოდან არღნის ხმა ისმის,
ბაღს ყვავილებით ავსებს მაისი.

დღე სიხარულის ისევ წინ არი,
ეს დღე ჩუმია და ნაწვიმარი.

მე ავირჩიე სრულიად სხვა გზა.
დავტოვე ბინა, ვეწვიე ვაგზალს.

ახლო ეზოდან არღნის ხმა ისმის,
ბაღს ყვავილებით ავსებს...