ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (დღეს თბილისისკენ მივალ მე ისევ)

დღეს თბილისისკენ მივალ მე ისევ,
და მატარებელს ხვდება მეისრე.

და მატარებელს იქ ვიღაც ელის,
ჩანს თოვლიანი სამგორის ველი.

უწინ მაცხოვარს სანთელს ვუნთებდი,
მე კახეთიდან ეხლა ვბრუნდები.

დაძონძილია თოვლით ტოტები,
და ისევ თბილისს ვუახლოვდები.

უცებ ქრებიან თეთრი მინდვრები,
მოვა დრო, ისევ შენ მომინდები...

დღეს თბილისისკენ მივალ მე ისევ,
და მატარებელს...