არღანი
ღრუბლიან
ცისკენ
შენ თვალებს გაშლი.
გაისმა ისევ
არღნის ხმა ქარში.
უმზეო
დღეა
არავინ არ მყავს.
ეზოში ვდგევარ
და ვუსმენ არღანს.
ახლა
არ ვხედავ,
გმადლობ, დავრჩები.
და ჩემთან ერთად
დგანან ბავშვები.
დღეა
გაშლილი -
ქარის მიმღები.
და მე ბავშვივით
არღანს მივყვები.
ღრუბლიან
ცისკენ
შენ თვალებს გაშლი.
გაისმა ისევ
არღნის ხმა...
