ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (მე ისევ ციდან ველი ტაროსებს)

მე ისევ ციდან ველი ტაროსებს,
ეს ხორცი კვდება, მხოლოდ სულია;
დილა ადრიან მივალ წყაროსკენ,
ქალაქი კვამლში გახვეულია.

დილას დავტოვე მე სხვისი ბინა,
რად მინდა ბედი, თუ ყოფნა არ ღირს.
ახლა გათენდა, მდიდრებს ჯერ სძინავთ
და დგება მხოლოდ მშრომელი ხალხი.

ეს ხორცი კვდება, მხოლოდ სულია,
მე ისევ ციდან ველი ტაროსებს;
ქალაქი კვამლში გახვეულია,
დილაადრიან მივალ...