* * * (ირგვლივ ღამეა ბნელი)
ირგვლივ
ღამეა ბნელი,
რა მეშველება აწი.
თითქოს ვიღაცას ელის
გარინდებული ნაძვი.
გაქრა
საღამოს ბინდი,
ციდან მოფრინდა ქარი.
და ოთახისკენ მიდის
ვიღაც მწუხარე ქალი.
ღამეა,
და მე ვნაღვლობ,
ქარზე ვფიქრობდი დღისით.
მივალ და ბაღის ახლო
ნელი სიმღერა...
