ჩამქრალი ბაღი
ეს
დრო სანამდი გასტანს,
ვფიქრობ მწუხარე სახით.
ქუჩაში მირბის კატა
და ჩამქრალია ბაღი.
ღამეა
და მე ვიცი,
რომ ეს ლოდინი არ ღირს,
ცა ვარსკვლავებით იწვის,
და ჩამქრალია ბაღი.
შორს
გამოუცნობ სევდას
ვიღაც გულიდან სწურავს.
ეხლა ქუჩიდან ვხედავ
აკაკი წერეთლის სურათს.
იმ
აივნიდან მიმზერს
ქალი უმანკო სახის.
ვდგავარ გზაჯვარედინზე
და ჩამქრალია...
