ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

დაბრუნება ნავთლუღიდან

გულს რად უღირდა
ეს ამინდები.
ჩემს ნავთლუღიდან
წმინდა მინდვრები.

ვიღებ იარებს
უფრო ვინთები.
დღეს გავიარე
ვრცელი მინდვრები.

ვიცი შენ ისევ
მომეშველები.
და მატარებელს
მისდევს გულები.

გულს რად უღირდა
იაგუნდები.
და ნავთლუღიდან
თბილისს...