ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (კელაპტარივით დგახარ)

კელაპტარივით დგახარ,
შენთან ცეცხლია, თუმცა.
ზაქარია ახლა
ძველ ისტორიას ფურცლავს.

კელაპტარივით დგახარ,
რაღაც ეცემა გულზე.
და ფანჯრიდან ახლა
შორეულ ვარსკვლავს ვუმზერ.

შენ იცოდი ალბათ,
ზეცა ჩემთვის გულია.
სიმკრთალეა, ლამპა
ოდნავ დაწეულია.

და მოვიდა დარდი,
შენ მაგონდები, სად ხარ.
და ვაგზლიდან გადის
მატარებელი...