* * * (ფიქრმა თავის წრე შემოხაზა)
ფიქრმა
თავის წრე შემოხაზა,
მე გამახარეს მზიან დილებმა.
იქ სიხარული იგრძნო ვიღაცამ,
ვიღაცამ იგრძნო კმაყოფილება.
ჩემს
წინ ოცნება გადაიშლება,
ახლა ეს გრძნობა უფრო ნელია.
ეს ღამე ისევ სულში იყრება,
ეს ღამე ისევ...
