* * * (იმედი არ ჩანს)
იმედი
არ ჩანს,
ბედს ვერ ავიტან.
მიწა აქ დარჩა
და მზე ჩავიდა.
შენ
უნდა მორჩე,
თუ გინდა გავლა.
და ყვავმა ორჯერ
ძლივს დაიჩხავლა.
მზე
თითქოს გაქრა,
მზემ ცა დატოვა.
ხალხია, მაგრამ
მაინც მარტო...
იმედი
არ ჩანს,
ბედს ვერ ავიტან.
მიწა აქ დარჩა
და მზე ჩავიდა.
შენ
უნდა მორჩე,
თუ გინდა გავლა.
და ყვავმა ორჯერ
ძლივს დაიჩხავლა.
მზე
თითქოს გაქრა,
მზემ ცა დატოვა.
ხალხია, მაგრამ
მაინც მარტო...