* * * (იქით ხე არის, აქეთ კედელი)
იქით
ხე არის, აქეთ კედელი
და სუფევს გლოვა შეუწყვეტელი.
იქით
მზე არის, აქეთ ჩრდილია
და შენი ყოფნა დღეს სიკვდილია.
იქით
დგას მუხა, აქეთ ჩინარი,
ვარ ასე ჩუმი და უწყინარი.
იქით
ტყე არის, აქეთ მინდორი,
დაო, სადა ხარ, მე შენ მინდოდი.
იქით
ხე არის, აქეთ კედელი
და სუფევს გლოვა...
