ტრიოლეტი
(ძველი ხელნაწერებიდან)
მოვა
სიკვდილი და სამუდამოდ დამასამარებს,
ჩემი სიცოცხლე, ვით სანთელი უმალ გაქრება.
შავი დემონი მე გამიღებს საიქიოს კარებს.
მოვა სიკვდილი და სამუდამოდ დამასამარებს.
მე მუდამ მტანჯავს, გულს მიწუხებს, შავ ფიქრთა კრება.
და მე ნაღვლიანს არაფერი აღარ მახარებს
მოვა სიკვდილი და სამუდამოდ დამასამარებს
ჩემი სიცოცხლე, ვით სანთელი უმალ...
