* * * (არ ვესალმები ამგვარ დროებას)
არ
ვესალმები ამგვარ დროებას,
გრიგალი არხევს სულის მიმოზებს.
ახლაც ვგრძნობ ცისფერ უსაზღვროებას
და თანაც ვფიქრობ წითელ ღვინოზე.
ეს
ხმა, ეს ბედი ისევ ჩემია,
სადღაც შორს ღმერთის აჩრდილი ცხოვრობს.
და მხოლოდ ერთი გზა დამრჩენია:
დავდგე ქუჩაში და...
