ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (ღმერთო! მძიმეა მუდამ)

ღმერთო! მძიმეა მუდამ
წამი ამნაირ დროთა.
სანთელი ოდნავ ბჟუტავს
და ვაღებ ფერმკრთალ ოთახს.

ვწევარ და ახლა ვხედავ,
რომ მაღალია ჭერი.
ოთახს ეტყობა სევდა,
უფრო მწუხარე ფერი.

შავია ღამის რიდე,
შორს იმალება ქარი
მე ცოცხალი ვარ კიდევ,
ძირს ასვენია მკვდარი.

ღმერთო! მძიმეა მუდამ
წამი ამნაირ დროთა.
სანთელი ოდნავ ბჟუტავს
და ვაღებ ფერმკრთალ...