* * * (მიწა რუხია)
მიწა
რუხია,
შენ არ მინდები.
ეს ნავთლუღია
და ეს მინდვრები.
ახლა
სდუმს ყველა
და ვგრძნობ აღგზნებას.
და მტკვარი ნელა
მიიზლაზნება.
მომკლეს
ხელებმა,
ყოფნა კი ღირდა.
და იხედება
ვიღაც ციხიდან.
დრო
იდგა რთული,
შენ არ ტიროდი.
მაქ ცოტა ფული
და პაპიროსი.
მიწა
რუხია,
შენ არ მინდები.
ეს ნავთლუღია
და ეს...
