ლექსები, წერილები, დღიურები

ტერენტი გრანელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი

* * * (მძიმეა წამი)

მძიმეა წამი
საღამოს ბაღში
შორს მიდის სამი
პატარა ბავშვი.

და მთვარე სავსე
ღრუბლებში შევა.
გამხმარ ბალახზე
მკვდარივით ვწევარ.

ყრუ ბედისწერა
გეცემა გულზე.
პირაღმა ვწევარ
და ზეცას ვუმზერ.

მძიმეა წამი,
საღამოს ბაღში
შორს მიდის სამი
პატარა...