ნარდი
მოდის
შავი დღე,
რა მკლავდა მაშინ.
რა ვქნა, დავიწყე,
ნარდის თამაში.
ვგრძნობ
თითქო ნუგეშს,
ეს გული აგებს.
ვაგორებ დუშაშს
და შაშ იაქეს.
ლუწი
მსურს მარად,
კენტი დგას ისევ.
მინდა დუბარა,
მოდის ფანჯი სე.
და
ბედის ლანდი,
მისდევს კამათელს,
ვატყობ ეს ნარდი
უცებ...
