* * * (გუშინ ამ ხესთან ვიტკინე თითი)
გუშინ
ამ ხესთან ვიტკინე თითი,
ეს მხარე უფრო სულის მხარეა.
ღრუბელი ქრება, ზამთარი მიდის,
ველი გაზაფხულს და მიხარია.
გუშინ
ამ ხესთან ვიტკინე თითი,
შორიდან ვხედავ ყოფნის დასასრულს.
ღრუბელი ქრება, ზამთარი მიდის
და ყვავილებით ველი...
